ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

სამხრეთ კორეის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ ბუსანში, პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
თავდამსხმელი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ლი ჯე-მიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლი ჯე-მიუნგს ავტოგრაფის თხოვნით მიუახლოვდა და კისრის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.
59 წლის ლი ჯე-მიუნგი „კორეის დემოკრატიულ პარტიას“ ხელმძღვანელობს. მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, იუნ სუკ-იოლთან ხმების მხოლოდ 0.73%-იანი სხვაობით წააგო. ვარაუდობენ, რომ ლი ჯე-მიუნგი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტოო არჩევნებში კენჭს იყრის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.