სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის პრესსპიკერი, კლეისონ მონიელა ავრცელებს.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმის მოსმენა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ მოითხოვა, 2024 წლის 11-12 იანვარს დანიშნა. ჩვენი ადვოკატები ამისთვის ემზადებიან“, - წერს კლეისონ მონიელა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება, რათა ღაზაში გენოციდის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს შესაბამისი პასუხი გასცეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.