ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის პრეზიდენტი: არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.

„არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან საუბრისას, ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.