სამოქალაქო აქტივისტ, მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, პროკურატურა ჩხრეკას მის საკუთრებაში არსებულ სახლშიც ატარებს

პროკურატურა ჩხრეკას ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ სახლშიც ატარებს.
გეგუჩაძის განმარტებით, ბინა მის სახელზეა, თუმცა ამჟამად იქ ბიძამისი ცხოვრობს. ამასთან, პოლიცია გეგუჩაძეს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ვერ შეგიშვებთ,” – მიმართა პოლიციელმა მარიამ გეგუჩაძეს.
გეგუჩაძე ამბობს, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ, ორგანიზაცია “სირცხვილიას” უკავშირდება, თუმცა, მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, გაუგებარია, რას იძიებენ.
„აქეთ არის ჩემი სახლი, იქით დედაჩემის. ჩემს სახლშიც შესულები არიან, სავარაუდოდ, იმიტომ რომ „სირცხვილიაზეც“ არის დაწყებული გამოძიება. სასაცილო ის არის, რომ “სირცხვილია” როგორ ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რას იძიებენ, კაცმა არ იცის. ჩემს სახელზეა ეს სახლი, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. შესაბამისად, ბიძაჩემის სახლს ჩხრეკენ, ფაქტობრივად,” – განაცხადა გეგუჩაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა