პროკურატურა მარიამ გეგუჩაძის სახლსაც ჩხრეკს (ვიდეო)

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლაინის სახლის ჩხრეკის პარალელურად, ჩხრეკა მის სახლშიც მიმდინარეობს.
როგორც მარიამ გეგუჩაძე “პირველებთან” ამბობს, მას სახლში არ უშვებენ.
გეგუჩაძე ვარაუდობს, რომ საქმე “სირცხვილიაზე” ცალკეა აღძრული და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს მის სახლში სამართალდამცველების შესვლაც.
ჩემს სახლში ისე მიმდინარეობს ჩხრეკა ისე, რომ არც მე ვარ და არც ადვოკატია და მეუბნებიან, რომ რომ მორჩება მერე შეხვალო. ვითხოვ, რომ შევიდე სახლში, ამ სახლში მე არც ვცხოვრობ, ჩემს სახელზეა, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. როგორც ჩანს “სირცხვილიაზე” არის ცალკე საქმე აღძრული და ამიტომ შევიდნენ ჩემს სახლშიც. იმ “სირცხვილიაზე” რომელიც არ ფუნქციონირებს. წარმოუდგენელია მართლა ეს ყველაფერი. პარალელურად მიმდინარეობს ჩხრეკა დედაჩემის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში”, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა