ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ინფორმაციას ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაური ავრცელებს.
მისივე ცნობით, შსს ეუბნება, რომ სახლში იძულების წესით შევა.
დოდის იჭერენ. სახლთან შსს-ა მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა” – წერს წიკლაური.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოდი უკვე დააკავეს, სახლში კი არასრულწლოვანია, რომელთან ბიძასაც არ უშვებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.