აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლში პოლიცია შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ.
-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება.
დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც, რომელიც ჩხრეკაში მონაწილეობს.
“ეს არის რუსული ტერორი” – ამბობს დოდი ხარხელი დაკავების ამსახველ ვიდეოში და განმარტავს, რომ აქტიურობის გამო აკავებენ.
თბილისში, სიმონ ჩიქოვანის 20 ნომერში შეკრებილები არიან ხარხელი მეგობრები და მეზობლები. პოლიციას გაკეთებული აქვს კორდონი.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!