პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამმხრივი შეხვედრა გაიმართება ტრამპს, ფაშინიანსა და ალიევს შორის

სამმხრივი შეხვედრა გაიმართება ტრამპს, ფაშინიანსა და ალიევს შორის
2025 წლის 7-8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც დაგეგმილია ფაშინიანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა. სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება სამმხრივი შეხვედრა ფაშინიანს, ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.