გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე – ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს – არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პრეზიდენტებს მათი გამხელა არ სურთ

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
„რამდენადაც ვიცი, არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რისი გამხელაც არ სურთ. ვფიქრობ, ეს მომავალ კვირას მოხდება. მე არ მსმენია რაიმე პრეზიდენტ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, არ ვარ საქმის კურსში“, – განუცხადა პოლიანსკიმ ჟურნალისტებს პუტინ-ტრამპის შეხვედრის შესახებ.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო