ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამმა რუსულმა MIG-31-მა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

სამმა რუსულმა MIG-31-მა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, MIG-31-მა, ბალტიისპირეთის ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც იკრვევა, თვითმფრინავები ესტონეთის საჰაეროში სივრცეში 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდა. დარღვევა ესტონეთის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს.
Politico-ს ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლია, ესტონეთში ფინეთის ყურის გავლით მოხვდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ MiG-31-ები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა, ვიდრე მათ მოსაგერიებლად იტალიური F-35-ები არ გამოიყენეს.
„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. თუმცა, დღევანდელი შეჭრა, როდესაც ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი გამანადგურებელი შევიდა, უპრეცედენტოდ თავხედურია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.