ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ესტონეთის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ესტონეთის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას ცნობით, სამი რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, ფინეთის ყურის თავზე და იქ 12 წუთი დაჰყო.
ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
„ეს არის უპრეცედენტო და თავხედური შემოჭრა — რუსეთის მზარდი აგრესიის ნათელი დასტური. ასეთი ქმედებები არ შეიძლება იყოს მიუღებელია და პასუხად სწრაფი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოჰყვეს“, — განაცხადა ცაჰკნამ.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, თუმცა დღევანდელი შეჭრა, „უპრეცედენტოდ თავხედურია“.
ესტონეთამდე რუსულმა დრონებმა პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.