ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამინისტრო: სიცრუეა, რომ აბიტურიენტები ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ

სამინისტრო: სიცრუეა, რომ აბიტურიენტები ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიცურეა მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს საშუალება აღარ ექნებათ, ერთზე მეტი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აირჩიონ.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ "აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება."
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ აბიტურიენტებს საშუალება აღარ ექნებათ, ერთზე მეტი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აირჩიონ.
მან განაცხადა, რომ მოდელის მიზანია უნივერსიტეტებში "მხოლოდ მაღალკვალიფიციური" აბიტურიენტები მოხვდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.