ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განათლების "რეფორმის" მიხედვით აბიტურიენტები ერთზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ

განათლების "რეფორმის" მიხედვით აბიტურიენტები ერთზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ

"ოცნების" მიერ ინიცირებული განათლების "რეფორმის" მიხედვით, აბიტურიენტებს საშუალება აღარ ექნებათ, ერთზე მეტი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აირჩიონ.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

იგი ამტკიცებს, რომ ამ მოდელის მიზანია უნივერსიტეტებში "მხოლოდ მაღალკვალიფიციური" აბიტურიენტები მოხვდნენ.

"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, მესამეში, მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება. ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები", - თქვა გაბისონიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.