ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სამეფო უბნის თეატრი“ - დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე - სოლიდარობა ახალი თეატრის მამაც დასს, მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას

„სამეფო უბნის თეატრი“ - დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე - სოლიდარობა ახალი თეატრის მამაც დასს, მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას

სოლიდარობა დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას , - ამის შესახებ განცხადებას „სამეფო უბნის თეატრი“ ავრცელებს, რითაც კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართულ თეატრზე გამოუსწორებელი დარტყმაა.
„დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.
დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში. მუდამ თქვენს საიმედო მეგობრად, სამეფო უბნის თეატრი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.