ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თეატრი სახელოსნო” - დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის

“თეატრი სახელოსნო” - დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის

დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის, - ასე ეხმაურება “თეატრი სახელოსნო 42” “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ბრძოლა ყველას საერთო ბრძოლაა.
“თეატრი სახელოსნო 42” სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასს.
დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის. თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა - ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა”, - წერია “თეატრი სახელოსნო 42”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.