ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სამეგრელოში საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ, დაეუფლნენ 20 000 ლარს” - დაკავებულია 2 პირი

„სამეგრელოში საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ, დაეუფლნენ 20 000 ლარს” - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.