ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგამოძიებო სამსახური - მხილებულია ორი მეწარმე სუბიექტი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად, სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდა

საგამოძიებო სამსახური - მხილებულია ორი მეწარმე სუბიექტი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად, სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.
მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.