ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა გერმანიაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოლო კონცერტი გამართა

სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა გერმანიაში სოლო კონცერტი გამართა.
კონცერტი 19 აგვისტოს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედგა.
„სოლო კონცერტი გერმანიაში ანშლაგით გაიმართა. სამების საპატრიარქო გუნდმა ორსაათიანი პროგრამა წარადგინა გერმანელი მსმენელის წინაშე. კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის და ზვიად ბოლქვაძის თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები, მეორე განყოფილებაში - ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები, ხოლო ბისზე გუნდმა ყანჩელის მინიატურები შეასრულა“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ხელოვნების ფესტივალი „რუტრიენალე“ ყოველწლიურად რურის მიტროპოლიაში იმართება.
ფესტივალის პროგრამაში ერთმანეთს ერწყმის სპექტაკლები, კონცერტები, ინსტალაციები და ვიზუალური ხელოვნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.