ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს

10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში გაიმართება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებს უმასპინძლებს.
წელს პირველად – ფონდი „ლირა“ ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და ნორჩ მევიოლინეებს კი შესთავაზებს მასტერკლასებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს უცვლელი პატრონაჟითა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.
დაარსების დღიდან ფესტივალი ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს; მისი მისიაა ქვეყნის საერთაშორისოდ წარმოჩენა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტისა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.