ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. მისი თქმით, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, „სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს, რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება“.
ლაპარაკია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი მოქალაქეს ტაძარში შორტებით შესვლის გამო დაუპირისპირდა. მოქალაქე ამბობს, რომ ემიგრანტია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებულია, დეკანოზი კი მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მათ შორის „სულიერ მეძავს“ უწოდებს.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით. „ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული“, - განაცხადა იოანე გორელიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.