სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა.
როგორც დეკანოზმა სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება.
მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით.
„ახლა სადღესასწაულო დღეები და ვერ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება ზნეობრივი კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს თუ რა მოხდა. კადრს მიღმაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება. როგორც მამა თეიმურაზმა ჩვენთან განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით წუხს და შენდობას ითხოვს. ის აცხადებს, რომ მისი სიტყვები ზოგადად ემიგრანტებს კი არა, არამედ, იმ კონკრეტულ პიროვნებას ეხებოდა, რომელთანაც კონფლიქტში იყო შესული. ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული”, – განაცხადს იოანე გორელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)