ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა (ვიდეო)

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა (ვიდეო)

სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ბიძინა ივანიშვილი ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და პარლამენტის დეპუტატები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.