არქივი17 იანვარი, 2024, 12:06
სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს | მის ადგილას მატრონას სხვა ხატი კიდია
სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია, მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატია - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მათთან საუბარში "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.
უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც - დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.