სამგორსა და ვარკეთილში 9 000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, სამგორისა და ვარკეთილის რაიონებში 9 000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
“გაზმომარაგება შეეზღუდა ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. 28ა (42ა), ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-13, 3-15, მაისურაძის ქუჩაზე, კახეთის ჩიხში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, ქიზიყის ქ. 4-ში შპს ,,KASPIAN KREDO”, შპს ,, მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.“ – წერია თბილისი ენერჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 სექტემბერს 15:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
“გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004, სწრაფი რეაგირების სამსახური 114” – წერს თბილისი ენერჯი.