ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს, მიზეზი, სავარაუდოდ, გზის დათმობაზე უარი გახდა

"გადმოხტნენ, ურტყეს და წაიყვანეს". - თვითმხილველის ცნობით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, იმის გამო, რომ გზის დათმობაზე უარი უთხრა, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს.
სოციალურ ქსელში აღნიშნული შემთხვევის ვიდეომასალა ვრცელდება.
"მოდიოდა რამდენიმე ავტობუსი, რომელსაც დიდად ეწერა - პოლიცია. უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეტარებინა. ჩვენ ჩვენს გზაზე ვიყავით და ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ არ გაგატარებთო. ამის შემდეგ, გადმოხტნენ, ურტყეს და წაიყვანეს. ჩვენც ვიცავდით, მე უკან ვიჯექი და ნაკლებად, მაგრამ ჩემს ბიძაშვილსაც მოხვდა. ჩვენი მეგობარი წაიყვანეს, ამბობენ, რომ სასწრაფოშია და დაჭერილი არ არის, მოიყვანენო". - უთხრა ტაბულას თვითმხილველმა.

ვიდეო

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.