სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობოებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ – მაგალითისთვის შეიძლება ითქვას საია-ს მიერ შეტანილი საქმე „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც, საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ე.წ. გრადებით და შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობოებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ – მაგალითისთვის შეიძლება ითქვას საია-ს მიერ შეტანილი საქმე „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც, საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ე.წ. გრადებით და შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა
საქართველოს როდესაც უწევს სამართალწარმოების აქტიურ ფაზაში გადასვლა, ხვდება მოცემულობა, რომელსაც ემატება 3300 საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია შეტანილი ეთნიკური ოსების მიერ, ეს იყო რუსეთის ფედერაციის ორკესტრირებით, თუმცა, სამწუხარო ფაქტი იყო ისიც, რომ ამ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას.
მან მაგალითისთვის მოიყვანა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საქმე, „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც საქართველოს ედავებოდნენ ე.წ. გრადებით ცხინვალის დაბომბვას და ამის შედეგად ხალხის დაღუპვას.
„მაგალითისთვის შეიძლება ითქვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილი საქმე სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ – ეს იყო საქმე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არ იყო საქმე საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, სადაც, საქართველოს ედავებოდნენ იმას, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ე.წ. გრადებით და ამის შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა. ეს მოცემულობა იყო, როდესაც უკვე იუსტიციის სამინისტროს ახალმა გუნდმა ჩაიბარა სამართალწარმოება ყველა მიმართულებით.“ – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება