ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: ხომ გახსოვთ, ეს მოთხრობა, "მეფე ერეკლე და ინგილო ქალი"? მზიამაც სილა იმ რეჟიმს გააწნა, რომელსაც რუსული ქუდი ახურავს

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ომში გამარჯვებული ერეკლე მეფე უკან ბრუნდებოდა, როცა ორღობეში მიმავალს, ინგილო ქალმა მთელი ბღუჯა ქლიავი თავზე გადმოაყარა.
📖მხლებლებმა ქალს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ქალმა ბოდიშს არ მოვიხდი, ეგ რომ მეფე ერეკლე იყოს, სპარსულ ქუდს თავზე არ დაიხურავდაო.
📖ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს - უთხრა ერეკლე მეფემ ინგილო ქალს. შეაქო და დაასაჩუქრა კიდეც.
ხომ გახსოვთ, ეს მოთხრობა, "მეფე ერეკლე და ინგილო ქალი"?
🟠 მზიამაც სილა იმ რეჟიმს გააწნა, რომელსაც რუსული ქუდი ახურავს. რომელიც ქალს აფურთხებს, ამცირებს და მებრძოლ ერს ომით აშინებს.
🟠 მეფე ერეკლე ღრმა სიბერემდე იბრძოდა. ივანიშვილი კი საოკუპაციო ხაზთანაც არ არის ნამყოფი და ერთადერთი შიში აქვს - არ დაკარგოს ფული და ძალაუფლება.
🟠 მზია სიმართლისთვის ბრძოლის და ღირსების დაცვის უწყვეტი ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის წართმევაც არ ხელეწიფება რუსული ყაიდის ოლიგარქს
❗️არ მოუწევს მზიას 2 წლით ციხეში ყოფნა. გამორიცხულია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.