სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს – რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა – გაშიშვლდნენ ისინიც, ვისაც შეუძლია არ შეიმჩნიოს, როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ “რეჟიმი მათ წინაშე გაშიშვლდა”.
მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გამარჯვებულნი არიან, “რეჟიმი კი – უსუსური”.
“მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…
რეჟიმი თქვენ წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც ცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..
და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.
მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)