სალომე სიმონია: ჩვენთან ომი არაა, მაგრამ მოჩვენებით მშვიდობაში, უომრად ვიშლებით, ვილევით და ვნადგურდებით

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ჩვენთან ომი არაა, მაგრამ მოჩვენებით მშვიდობაში, უომრად ვიშლებით, ვილევით და ვნადგურდებით.
ბომბები არ ცვივა, მაგრამ ცვივა ლოდები მთავარ მაგისტრალზე. წვიმს შიგნით მეტროებსა და აეროპორტებში.
საძირკველი ეცლება სახლებს.
ახლა არ გვინგრევს ეკლესიებს, მაგრამ გელათი მაინც დალპა. ზღუდერის ეკლესია მაინც დაინგრა.
სვეტიცხოველი წვიმისგან ირეცხება.
ბიჭები არ გვეხოცება ომში, მაგრამ გზებზე ავარიების დროს უფრო მეტი ადამიანი გვიკვდება ყოველწლიურად.
ტყვიების ნაცვლად უხარისხო საკვები, დაბინძურებული წყალი, სიმსივნე და არასწორი მკურნალობა გვკლავს.
ომი არაა, მაგრამ ბუნებრივი მატება ბოლო 5 წელია აღარ გვაქვს. უფრო მეტია გარდაცვალება, ვიდრე დაბადება და მალე გაქრობის პირას ვიქნებით.
სხვა ქვეყნის ჯარისკაცები აქ არ არიან. მაგრამ სხვა ქვეყნებზე გაყიდეს ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მიწები, მდინარეები, ხეობები და ა.შ.
ომის გამო კი არა, არამედ – შიმშილის, სიღარიბის, ვალებისა და უიმედობის გამო გარბის ხალხი საზღვარგარეთ.
ამ მოჩვენებითობაში იშლება ჩვენი მეხსიერება და იდენტობა: მებრძოლ, შეუპოვარ ხალხად ყოფნის შესახებ.
იმიტომ რომ “ოცნებამ” საკუთარი გამდიდრებისა და ძალაუფლებისთვის ქართველები ომით დააშინა, გააჩუმა და დააბეჩავა. ამას ცდილობს.
ნეტავ, რამდენმა იცის, ვინც გულზე მჯიღი იცა, “გარეჯი საქართველოას” ძახილით, რომ დავით გარეჯის მონასტერი ძალიან დაზიანებულია და მიმხედავიც არავინაა.