ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: მას (მაია ბითაძეს) არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ნაცების პოლიტიკის გამო, ვიდრე მათ ხელისუფლებაში იყო

სალომე სიმონია: მას (მაია ბითაძეს) არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ნაცების პოლიტიკის გამო, ვიდრე მათ ხელისუფლებაში იყო
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ოცნებას ისე გაუჭირდა კადრებში, რომ უკვე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კულტურის მინისტრად ნიშნავს.
მაია ბითაძე, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, პარლამენტში მთავარი სპეციალისტი იყო.
2011 წლის ბოლოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახდა.
მას არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ნაცების პოლიტიკის გამო, ვიდრე მათ ხელისუფლებაში იყო.
შემდეგ, წლების განმავლობაში ე.წ. დიფსტეიტთან თანამშრომლობდა.
188 000 ლარი აქვს მხოლოდ 4 წელში, (2024-2020) შვილების სწავლაში გადახდილი. ავსტრიაში ასწავლიდა.
ბითაძის შვილი ჯემალ ზაბახიძე არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.