სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
განათლების მინისტრი რომ გქვია და გადაწყვეტ, მაინცდამაინც რუსულად დააწერო შენი სახლის კარს გვარი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში.
განათლების მინისტრი რომ გქვია, ქვეყნის უმთავრესი პოემის სახელი შეგეშლება და ვეფხვისტყაოსანიო იტყვი. ვეფხვის.
2008 წელს იუსტიციის პოლკოვნიკის წოდება და 2017 წელს – პოლიციის პოლკოვნიკის წოდება მინიჭებულს, რატომ უნდა ჩააბარო განათლება?!
კაცს, რომელმაც თქვა: ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვშალოთ ეს მენტალობა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღებაო.
კობახიძემ მისი წარდგენის დროს, ზარ-ზეიმით აღნიშნა, რომ მას ღრმა აკადემიური განათლება- ამსტერდამის სადოქტორო აქვს დაცულიო.
მერე თავად ამ უნივერსიტეტმა თქვა და მიქანაძემაც აღიარა, რომ ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაცული არ ჰქონია.
განათლება რატომ უნდა ჩააბარო ადამიანს, რომელმაც პრიორიტეტების განსაზღვრა არ იცის და ფორმებს გვთავაზობს ჩამოქცეული განათლების სისტემის შესალამაზებლად.
ან თანამდებობიდან როგორ არ უნდა მოხსნა ისეთი პირი, რომელმაც სულ მცირე, ბავშვების სიცოცხლე ვერ და არ დაიცვა 21-ე სკოლის შემთხვევაში:
10 სექტემბერს სამხარაულის დასკვნა ჰქონიათ, რომ სკოლა ავარიულია; 15 სექტემბერს ბავშვები მაინც მიიღეს ასეთ სკოლაში და 18-ში – დაკეტეს.
ოცნებისთვის ჩაგვრისა და ძარცვის მთავარი სამიზნე ჯგუფი – ბავშვებია.




