სალომე სამადაშვილი – ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის. იგივე დაადასტურა ევროპულმა მხარემ. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას.
დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, ან ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვიან.
არანაირი სხვა არჩევანი რუსების და ბიძინას მარიონეტ დეპუტატებს არა აქვთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია