პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.

„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ