– ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს

ელენე ხოშტარიას დაკავება დღეს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმს“ ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს.
„კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმიტომ, რომ დაუსჯელი რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ სულ რამდენიმე დღის წინ. კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი. ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდეთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს და პირველ რიგში არ დავუშვათ კორუმპირებული გახდეს თბილისის მერი მესამე ვადით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა