სალომე კვარაცხელია: პატრიარქისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოჰყავთო. 14 წელი ჯანდაცვის სისტემა ისე როგორ ვერ უნდა გამართო, რომ თურქეთიდან არ ჩამოგყავდეს რეანიმატოლოგი? 14 წელში მედპერსონალის თაობანახევარი იზრდება

ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია:
პატრიარქისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოჰყავთო.
1. 14 წელი ჯანდაცვის სისტემა ისე როგორ ვერ უნდა გამართო, რომ თურქეთიდან არ ჩამოგყავდეს რეანიმატოლოგი? 14 წელში მედპერსონალის თაობანახევარი იზრდება.
2. საკუთარ ექიმებს მაგ დონეზე რატომ არ ენდობი სრულიად საბაზისო შემთხვევის სამართავად, რომ მეზობლისგან ითხოვ შველას? ანუ რაშია პრობლემა?
3. თურქი რეანიმატოლოგი რატომაა შენსაზე უკეთესი? რას აკეთებენ/ასწავლიან თურქეთში უკეთესად, ვიდრე შენ მმართველობის 14 წელში?
4. პატრიარქისთვის თუ ჩამოგყავს, ნებისმიერ მოქალაქეს რა პასუხს აძლევ ამით? მათ სიცოცხლეზე ზრუნვა ეგეთი პრიორიტეტული არ არის?
5. თვითონ რომ მკურნალობა სჭირდებათ, რატომ გარბიან დიფსთეითით მართულ ევროპაში?
6. თუკი დიფსთეითის მედიცინას ენდობიან, მაშინ ევროპა რომ ეუბნება, ავტოკრატიაში ნუ აცხოვრებ ხალხსო, მანდ ცდება მაინცდამაინც?
და ბოლოს, დიდი ალბათობით, კუჭის წყლულით გამოწვეული სისხლდენის მართვა თუ არ შეუძლია ქვეყნის სამედიცინო სექტორს, მაგ სამინისტროს უფროსი, რა უფლებით დგას მაგ კლინიკასთან, ვითომ ძალიან შეწუხებული?

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია