არქივი24 მარტი 2026, 15:30
სალომე ზურაბიშვილი: ...როგორ გეშინიათ!

"ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე არაფრისთვის - პლაკატზე წარწერისთვის, რაც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი აზრის გამოხატვის ფორმაა. როგორ გეშინიათ!". - წერს facebook-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა "რუსული ოცნება". მას პროკურატურა "სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე" 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.