ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება. საბედნიეროდ, ბევრი რამ არც ზურაბიშვილზეა დამოკიდებული – მაჭარაშვილი

სააკაშვილზე არ გადის ევროინტეგრაციის ზღვარი და ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ფორმალურად სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, თუმცა ტვირთი კიდევ უფრო მეტად დაიმძიმებს.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. საბედნიეროდ, ბევრი რამე არც ზურაბიშვილზეა დამოკიდებული. ფორმალურად სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, მაგრამ ტვირთს, რაც აკიდებული აქვს, კიდევ უფრო მეტად დაიმძიმებს და მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ევროპასთან ჩვენი სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.