პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელთა დაჯილდოების შესახებ წარდგინებით მიმართეს, მაგრამ სალომე დღემდე დუმს, სამაგიეროდ ბაია პატარაიას დაჯილდოება არ ავიწყდება

პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელთა დაჯილდოების შესახებ წარდგინებით მიმართეს, მაგრამ სალომე დღემდე დუმს, სამაგიეროდ ბაია პატარაიას დაჯილდოება არ ავიწყდება
„სალომე ზურაბიშვილი გაბუტული ბავშვის პოზიციას ვერ ელევა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს პრეზიდენტის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით“,- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე სალომე ზურაბიშვილის დუმილს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პრეზიდენტის პოზიცია არაადეკვატურობის მორიგი გამოვლინებაა, მას სძულს ყველაფერი ის რაც ქვეყნის გამარჯვებასთან ასოცირდება.
„სალომე ზურაბიშვილი გაბუტული ბავშვის პოზიციას ვერ ელევა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს პრეზიდენტის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელთა დაჯილდოების შესახებ წარდგინებით მიმართეს, მაგრამ სალომემ დრო ვერ გამონახა, დღემდე დუმს, სამაგიეროდ ბაია პატარაიას დაჯილდოება არ ავიწყდება.
პრეზიდენტის პოზიცია არაადეკვატურობის მორიგი გამოვლინებაა, მას სძულს ყველაფერი ის რაც ქვეყნის გამარჯვებასთან ასოცირდება. სალომეს თავნებობის კიდევ ერთი გამოვლინება ელჩების არ დანიშვნას უკავშირდება, სალომეს როლი ელჩების დანიშვნაში ნომინალურია, მაგრამ წონადობის ზრდას კონსტიტუციის მორიგი დარღვევით ცდილობს და ელჩების დანიშვნას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს“- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
Next: პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, ეს ღია შურისძიებაა მმართველ გუნდზე, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ხალხმა სწორედ მმართველი ძალის ხათრით აირჩია

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება