არქივი11 სექტემბერი, 2024, 19:51
“სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს”– ირაკლი კობახიძე

პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე:
“არავითარ პრობლემას არ ვხედავ დებატებში, პირიქით, ისინი გაურბიან დებატებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მასთან დებატებს არავითარი ფასი, სირთულე არ აქვს. დებატები უნდა იყოს რთული მაინც, რომ დებატები ღირდეს. ჩვენი მხადაჭერა არის დაახლოებით 60%. ამ პირობებში ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელს ოპოზიციას, რომელიც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20%-მდე. ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობამ” დატოვა პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, მაგრამ მეორედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ვერ გახდება.”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.