ირაკლი კობახიძე – როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი – სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს

როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი – აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებითვე, ამ თემასთან დაკავშირებით „ვიღაცები სპეკულირებას ახერხებენ“.
„რა თქმა უნდა, ეს ხომ ნორმალურია. როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ბლინკენი, ბორელი სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებიან იქ, ხომ, აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა?! აქ ხომ კითხვებიც არ არის ობიექტურად, მაგრამ აქაც კი, ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ, [ და ბალტიისპირეთის ქვეყნები] მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ჯერ 4-ჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. კონკრეტული ქვეყნები ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულები და ჩვენზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ჰყიდიან რუსეთში. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი. ეს ასე უნდა იყოს. აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ აქაც კი ახერხებენ ვიღაცები სპეკულირებას“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას