ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა.

ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, წერილში ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში, რაც მათ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება.

„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ“,- აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.