ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში "უნებართვო ვიზიტებისთვის" 48 ათასი ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა - 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც ასახა განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში.
2024 წლის 29 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში თანხის დანიშნულებაში მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა - "ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად გაწეული პირადი ხარჯები".
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა.
29 იანვრის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.
გასულ წელს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ოფიციალურ ვიზიტებზე. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ გამოიყენებდა საბიუჯეტო რესურს და საკუთარი თანხით გაფრინდებოდა სხვა ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად.
მასალა განახლდება

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.