ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილმა ევროპაში უნებართვო ვიზიტებში პირადი დანაზოგი, 48 ათასი ლარი, დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წელს ევროპის ქვეყნებში ვიზიტების ხარჯების დასაფარად პირადი დანაზოგიდან 48 ათასი ლარი გაიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა და მასში მისი 2023 წლის ხარჯები, შემოსავალი და სხვა ინფორმაციაა მოცემული.
როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურის საგარეო ვიზიტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. თუმცა ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო ლიდერებთან შეხვედრად მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. შესაბამისად, მისი ვიზიტების ხარჯები ბიუჯეტს არ დაუფარავს.
პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ლობირებისთვის გააკეთა. მთავრობამ კი მიიჩნია, რომ მან ამ ქმედებით კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი სცადა, თუმცა წარუმატებლად.
ევროპაში ყოფნისას პრეზიდენტი არაერთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.
· მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სალომე ზურაბიშვილი და ილია დარჩიაშვილი წარადგენენ
· მთავრობის კრიტიკის შემდეგ ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ალიევს მიულოცეს
· პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.