ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი

სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი
ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ.
ექსპერტის თქმით, რაც არ უნდა იძახოს სალომე ზურაბიშვილმა არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.
„გამომდინარე იქიდან, ქალბატონი პრეზიდენტი საიდან სად მოხვდა, რა საუბარი შედგა მას და ოცნების გუნდს შორის, ზელენსკის მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით, მეგონა ემიგრანტის კომპლექსი იყო მიზეზი მისი ასეთი ქცევის, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გარდა ამისა, სხვა მიზეზიც არსებობდა და ეს უცხო ქვეყნის აგენტობა, მერკანტილური პირადი ინტერესი იყო. მისი ყოველი მოქმედება ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი. რაც არ უნდა იძახოს ამ ქალმა არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
Next: თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.