ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ოდიშარიას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი იმ საჭიროებებს ეყრდნობა, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
"ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეყრდნობა იმ საჭიროებებს, რომელიც არის წარმოქმნილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ისე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს - საქართველოს და ისე როგორც ეს პროცესი განვითარდა უკანასკნელი 8-9 არჩევნებისას, 2012 წლის შემდეგ. ამ პროცესს ვინც შეეწინააღმდეგება, მათ შორის, იქნება ეს პრეზიდენტი საკუთარი ვეტოთი, ბუნებრივია, იქნება უგულებელყოფილი და ვეტო იქნება დაძლეული მიმდინარე კვირას," - განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღეს იწყებს. სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებულ შენიშვნებზე" დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.