სალომე ზურაბიშვილი: 1 მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე “ხელისუფლების ნებართვის გარეშე”

1 მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე “ხელისუფლების ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  შაჰ აბასისა თუ საბჭოთა დროს დავბრუნდით, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარ მოხმარებისთვის.

1 მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე “ხელისუფლების ნებართვის გარეშე” და მასზე მოყვანილ ყურძნისა თუ დაყენებულ ღვინის გაყიდვაზე. ანუ დავბრუნდით შახ აბასისა თუ საბჭოთა დროს როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარ მოხმარებისთვის.

ეს კანონი პირდაპირ ქართულ სოფლისმეურნეობის განადგურებას ემსახურება…. და გლეხების გაჰქრობას თუ ქვეყნიდან წასვლას!,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია