– ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება“ საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს

ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება“ საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის დაკავებას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უძილაურის ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობისთვის დაკავება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკავშირდება.

„ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი კორუმპირებული კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება? ალბათ, არა და კიდევ ბევრთან დაიჩოქებს აქლემი…

თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია: საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს. ტროლ-ბოტებო, აწი გეშინოდეთ!

საინტერესო ისაა, რომ გუშინ პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე …

“უმადურები ჩვენ არ ვართ” პასუხობს ივანიშვილი, გუშინდელი ხელის ჩამორთმევა ზელენსკისთან არაფერს ნიშნავდა და აი, ჩვენ რა კარგად ვიქცევით თურმე, ევროპულ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯაშუშს ვიჭერთ და ეს მანამ, სანამ ჯერ არც დასრულებულა ევროპული სამიტი!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.