სალომე ზურაბიშვილი ჩხრეკის ოპერაციების სერიას ეხმაურება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე ჩხრეკის ოპერაციების სერიას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია”.

#terrorinGeorgia – საქართველოს რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია: დღეს ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის (Partskhaladze) კერძო სახლებში, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება