ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ვულოცავ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
„ეს აღიარება პატივს მიაგებს როგორც მის ხმას, ასევე თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულს, ქვეყნის, რომელსაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.