სალომე ზურაბიშვილი – შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს.
როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.
ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება